დიმიტრი პესკოვი: ნინო ქათამაძე ნიჭიერია, მაგრამ პოლიტიკის დიდი არაფერი ესმის

“კრემლი მზადაა, ცნობილ ქართველ ჯაზშემსრულებელ ნინო ქათამაძეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პოლიტიკური ასპექტები განუმარტოს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
​მისი თქმით, ქათამაძე ნიჭიერი მომღერალია, თუმცა პოლიტიკის დიდი არაფერი ესმის.
“ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ, ალბათ, პოლიტიკის საფუძვლები კარგად არ ესმის. თუ მას რაიმე კითხვა ექნება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ  პასუხისთვის”, – თქვა პესკოვმა.
პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბრისას დაამატა, რომ რუსეთი მზად არ არის, მიიღოს ექსტრემისტებისა და ნაციონალისტების ქმედებები, მით უმეტეს, თუ ისინი მიმართულია რუსი პოლიტიკოსების წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები