Politico: საფრანგეთი უკრაინისთვის 90 მილიარდ ევროს ბლოკავს
ევროკავშირის დიპლომატები ვერ ახერხებენ შეთანხმებას უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დეტალებზე, მთავარ დაბრკოლებად საფრანგეთი იქცა, რომელიც ჯიუტად იცავს თავის პოზიციას.
„პოლიტიკოს“ ცნობით, მოლაპარაკებები გასულ კვირას დასასრულს უახლოვდებოდა, თუმცა საფრანგეთმა მესამე ქვეყნებისგან, კერძოდ, დიდი ბრიტანეთისგან, წვლილის შეტანა მოითხოვა. პარიზი ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის წევრებმა კიევის სესხზე პროცენტის გადახდის ხარჯები არ უნდა გაიღონ.
როგორც უცხოური გამოცემა იუწყება, საფრანგეთის პოზიციას ევროკავშირში მხარდამჭერები ჰყავს. თუმცა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უთანხმოებებმა განმეორებითი შეფერხებები გამოიწვია და გარღვევა ჯერ არ მომხდარა. ოთხშაბათს, 4 თებერვალს, ევროკავშირის ელჩები უნდა დაბრუნებოდნენ უკრაინის რუსეთისგან თავდაცვის მხარდასაჭერად შემოთავაზებულ 90 მილიარდი ევროს სესხს. ევროკავშირის დიპლომატების თქმით, პარიზის მიმართ იმედგაცრუება, რომელიც შეთანხმებას ბლოკავს, იზრდება.
ამასთან, „პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ უკრაინას შესაძლოა აპრილის დასაწყისში დაფინანსების დეფიციტი შეექმნას, თუ თანხები დროულად არ იქნება მიღებული.