ახალი ზელანდიის სანაპიროსთან 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

ახალი ზელანდიის კერმადეკის კუნძულების მიმდებარე წყლებში, 6.1 მაგნიტუდის სეისმური რყევა დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი წყნარ ოკეანეში, დაახლოებით 184 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

სეისმოლოგიური სამსახურების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად მსხვერპლი ან სერიოზული მატერიალური ზარალი არ დაფიქსირებულა. ცუნამის შესახებ გაფრთხილება ამ ეტაპზე არ გამოცხადებულა.

როგორც მედია აღნიშნავს, ახალი ზელანდია აქტიურ ტექტონიკურ ზონაში მდებარეობს, ამიტომ მსგავსი მიწისძვრები რეგულარულად ფიქსირდება.

სეისმოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და უსაფრთხოების წესები გაითვალისწინონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები