უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ კიევში 200-ზე მეტი ჯგუფი მუშაობს ელექტროენერგიის აღსადგენად, მას შემდეგ, რაც რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განხორციელდა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
ზელენსკის თქმით, დედაქალაქში 1100-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა. მან თქვა, რომ ოფიციალურ პირებთან ქვეყნის სხვა დაზარალებული რეგიონების თემების მხარდაჭერის ზომების შესახებ ისაუბრა.
მისივე თქმით, მაცხოვრებლები იძულებულნი არიან ღამე კიევის მეტროსადგურებში გაატარონ.
როგორც ცნობილია, ხელისუფლება ქალაქის მასშტაბით ცენტრებს აწყობს, სადაც მაცხოვრებლები გასათბობად მიდიან.
ამასობაში, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ოფიციალური პირები კვლავ ხვდებიან აბუ-დაბიში, რათა სამშვიდობო გეგმის დეტალები განიხილონ.