სტიქია დედოფლისწყაროში – წაქცეულია ხეები, დაზიანდა ავტომანქანები
უამინდობამ პრობლემები შექმნა დედოფლისწყაროში. ძლიერმა ქარმა და წვიმამ ელექტრომომარაგებაში ხარვეზები გამოიწვია.
სოფელ ოზაანის მაცხოვრებლების განცხადებით, სოფელში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, რომლებიც ავტომობილებს დაეცა. მსხვერპლი არ არის, თუმცა, მეხრიშვილების უბანში დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა. დედოფლისწყაროს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სოლომონ ღორაშვილი ამბობს, რომ სხვა სოფლებიდან დაზიანებების შესახებ გამგეობაში ინფორმაცია არ შესულა.
ხარვეზებია ცალკეული უბნებისა და სოფლების ელექტროენერგიით მომარაგებაში.
წყარო: http://qiziyi.ge/?p=11839