„XVII-XX საუკუნეების უცნობი ფრანგი კომპოზიტორი ქალები“ – ლექცია-კონცერტი გაიმართება

18 ივლის,, 19:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართება ლექცია-კონცერტი – „XVII-XX სს-ის უცნობი ფრანგი კომპოზიტორი ქალები“, რომელსაც წარუძღვება საფრანგეთში მცხოვრები პიანისტი და პედაგოგი თეა დიკერო-მარიამიძე.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამო ეძღვნება რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, პიანისტის, პედაგოგის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პროფესორისა და პუბლიცისტის, რუსუდან ხოჯავას ხსოვნას.
ლექცია-კონცერტზე განხილული იქნება შემდეგი კომპოზიტორების შემოქმედება: ელიზაბეტ ჟაკ დე ლა გეღი, ელენ დე მონჟეღუ, მელანი ბონისი, სესილ შამინადი, ლუიზ ფარენკი, ლილი ბულანჟე, ჟერმენ ტაიფერი.
კომპოზიტორთა ბიოგრაფიისა და შემოქმედების მოკლე მიმოხილვასთან ერთად საუბარი შეეხება შემდეგ საკითხებს :
1. ძველებური საკლავირო მუსიკის შესრულება თანამედროვე ინსტრუმენტზე;
2. ქალთა უფლებების მიმოხილვა და წვდომა უმაღლეს პროფესიულ მუსიკალურ განათლებაზე XVII-XX საუკუნეების საფრანგეთში ლექციის მსვლელობისას შესრულდება მათი ნაწარმოებები.
დასასრულს დაგეგმილია კითხვა-პასუხის სესია..

ადგილი: ზ. ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, დიმიტრი ბაქრაძის ქ.N10.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები