სინოდმა უცხოეთის ეპარქიებისთვის ოთხი ახალი მღვდელმთავარი შეარჩია

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სხდომის პირველადი შედეგების შესახებ განცხადება მეუფე ზოსიმემ გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა უცხოეთის ეპარქიებისთვის ოთხი ახალი მღვდელმთავარი შეარჩია. კერძოდ, გერმანია -ავსტრიისა და ჰოლანდია – ლუქსემბურგის ეპარქიებისთვის, ასევე ერთი ახალი მღვდელმთავარი ამერიკისთვის და კიდევ ერთი – საინგილოსთვის.
მისივე თქმით, უმთავრესი იყო უცხოეთისთვის ოთხი ახალი მღვდელმთავრის შერჩევა, დანარჩენი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო საკითხები იყო. მეუფე ზოსიმეს განცხადებით, გერამანია-ავსტრიის ეპარქიაში არქიმანდრიტი ლაზარე სამარბეგიშვილი ეკურთხება, ჰოლანდიაში იქნება არქიმანდიტრი დოსიფე ბოგვერაძე, ამერიკაში არქიმანდრიტი საბა ინწკირველი და საინგილოში – არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი.
მეუფე ზოსიმეს განცხადებით, სინოდის სხდომაზე საქართველოს ეკლესიის პირველი მთავარეპისკოპოსი იოანე წმინდანად იქნა შერაცხული. როგორც მეუფე ზოსიმემ აღნიშნა, სინოდმა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით პატრიარქის განცხადება დაამოწმა და მოიწონა. მღვლდელმთავრმა ასევე უარყო საზოგადოებაში გავრცელებული აზრი პატრიარქის გადადგომის შესახებ და სინოდზე ამ საკითხის განხილვის შესახებ. განჩინების საბოლოო სრული ტექსტი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები