“მოვისმინოთ, ჩვენს კოლეგებს მართლა ეგონათ, რომ პარლამენტმა სასამართლო უნდა ჩაანაცვლოს თუ სხვა გარემოებები არსებობდა”

“ჩვენ კოლეგებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ გვითხრან იმის შესახებ, ვინმეს მართლა ეგონა, რომ პარლამენტმა სასამართლო უნდა ჩაანაცვლოს და აქედან გამომდინარე შეიკავა თავი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე თუ სხვა გარემოებები და მოსაზრებები არსებობს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, სხდომაზე განიხილავენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და პროცესებს.
“ზოგი განცხადება, რომელიც ტელევიზიით მოვისმინეთ, ვფიქრობ, არ არის საკმარისი და საჭიროა, უფრო სიღრმისეული შეფასება მოვისმინოთ. ასევე, უმნიშვნელოვანესი თემა იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, რადგან ამას სერიოზული პროცესი ახლავს თან. ჩვენ მყარი პოზიცია გვაქვს და ამ პოზიციას დავიცავთ. კონსულტაციების დაწყების თარიღს ვერ დავასახელებ, თუმცა გუნდი მზადაა და ინტენსიურად ემზადება”, – აცხადებს ვოლსკი.
​შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის სხდომა დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები