თენგიზ კიტოვანი 15 კაცის შეიარაღებას ითხოვს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი მზად არის მთავრობასთან შეთანხმებით, იარაღი აიღოს და გალის მოსახლეობა დაიცვას. ამის შესახებ კიტოვანმა გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით ჩამოვაყალიბებ სამხედრო ფორმირებას გალში. უკვე მაქვს პატრიოტული ორგანიზაცია ჩამოყალიბებული. 15 კაცის შეიარაღებას ვთხოვ სახელმწიფოს და ამას არ მაძლევენ. თუ გალში რამე მოხდა მე ჩემით იარაღს არ ავიღებ მთავრობასთან შეთანხმების გარეშე“, – აცხადებს კიტოვანი.
მისივე თქმით, მას 1995 წელს აფხაზეთის დაბრუნება შეეძლო, თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს არ მოინდომა.
„1995 წელს აფხაზეთის დაბრუნება შემეძლო, მაგრამ ხელისუფლებას არ სურდა. მე შეთანხმებული ვიყავი ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო სარდლობასთან, კერძოდ, სარდალ რეუტთან, ისინი დამეხმარებოდნენ და სოხუმს უპრობლემოდ ავიღებდი. შევარდნაძეს მადლობა უნდა ეთქვა ჩემთვის, მაგრამ ზესტაფინთან ჯარი დამახვედრა, დამიჭირა და მე და ჩემი ბიჭები ციხეში ჩაგვსვა“, – იხსენებს თენგიზ კიტოვანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები