მამუკა ბახტაძე: ჩვენ პოლიტიკურ გუნდში არ გვყავს არცერთი ადამიანი, რომელიც გამოეკიდება სკამს

„გიორგი გახარის მიმართ გადაწყვეტილებას ვიღებ მე“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მმართველ გუნდში არ არსებობს არცერთი მინისტრი, რომელიც „სკამს გამოეკიდება“.
„გიორგი გახარიას ფასეულობათა სისტემა და მორალი საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, ჩვენ პოლიტიკურ გუნდში არ გვყავს არცერთი ადამიანი, რომელიც გამოეკიდება სკამს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ყველა მინისტრი მთავრობის მეთაურს ემორჩილება და შესაბამისად, მას.
ჟურნალისტის კითხვაზე, აქციაზე სპეცოპერაციის გადაწყვეტილება იყო თუ არა მასთან შეთანხმებული, პრემიერ მინისტრმა უპასუხა:
„ეს პროცესი მოხდა პარალაელურად და ეს ძალიან კარგად მახსოვს, მოვლენები იცვლებოდა ელვისებური სისწრაფით, რამდენიმე შეტევა განხორციელდა ჩვენი პოლიციის მიმართ. რამდენიმე შეტევა იყო განხორციელებული და პასიური კორდონი, რომელიც რამდენიმე საათი იდგა ვერ აჩერებდა ამ აგრესიას.
პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. ის რომ ჩვენი პოლიცია არ გეგმავდა და არც ჰქონდა მსგავსი დავალება მიღებული, თვითონ ფაქტით დასტურდება. რამდენიმე საათიანი ძალადობა, რომელიც განხორციელდა ჩენი პოლიციის მიმართ, სადაც ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჩვენ პოლიციელებს, ამ დროს პოლიციას აქვს უფლება და ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ მომენტში მყისიერად, როდესაც ეს კორდონი ვერ უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას. როდესაც პოლიციელების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დადგა საფრთხის წინაშე და პასიურმა კორდონმა ვერ შეძლო ამ ძალის შეჩერება, მათ მოუწიათ სპეციალური საშუალებების გამოყენება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები