სად არის სატანისტური სიმბოლოები თბილისში?

გაზეთი „ალია“ გლდანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარს მამა ბასილ მკალავლიშვილს თბილისში არსებულ სტანისტურ სიმბოლოებზე ესაუბრა. მისი თქმით, თბილისში ასეთი სიმბოლო ბევრია, რაც არამართლმადიდებლური და მიუღებელია.
„მართლაც, შემაძრწუნებელია, რასაც ვხედავთ თბილისის ქუჩებში. იგონებენ სხვადასხვა სატანურ გამოსახულებებს, მისი შემხედვარე ადამიანი საგონებელში ვარდები, ვერ გაგირკვევია, რა აქვს ჩადებული შემქმნელ ავტორს, თუნ ის, რაც თავად ნახეთ – წრეში ჩასმული ადამიანი ღამურას ფრთებით. მე ვერ გეტყვით, რომელი ფანტაზიით შექმნა ავტორმა, მაგრამ ფაქტია, რომ ის მკრხელური და სატანურია“, – ამბობს მამა ბასილი.
იგი დიღმისაკენ მიმავალ გზაზე, მარცხენა მხარეს, ყოფილი ტექნიკუმის შენობაზე არსებულ სიმბოლოზე საუბრობს. მისივე თქმით, თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკება სჯულის კანონის თანახმად, აკრძალულია.
„ყველამ უწყით, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამოსასვლელ ხიდთან იყო ზევსის ქანდაკება, საბედნიეროდ, აუღიათ. მცხეთის შესასვლელში, არ მისული სვეტიცხოველთან – ასევე ზევსის ქანდაკება. პარლამენტის შენობის ბარელიეფზეც და სხვა მრავალ ადგილზეც გამოსახულია. ყოველივე ეს არამართლმადიდებლური და მიუღებელია. თავისუფლების მოედანზე აღმართეს უდიდესი მოწამის წმინდა გიორგის ქანდაკება, რაც სჯულის კანონის თანახმად, აკრძალულია“, – ამბობს მამა ბასილ მკალავიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები