კარლო კოპალიანი: ტვინიკოსობას თავი დაანებე, თორემ თავის გარეშე გახვალ ამ დარბაზიდან, გოცირიძეს ვეუბნები

„2012 წლიდან ვამბობდი ამას, რომ ასეთ ადამიანებთან კოჰაბიტაცია და ლაპარაკი შეუძლებელია. ეს ის ხალხია, რომელსაც ჭირივით ეზარება საკუთარი საზოგადოება“, – ამის შესახებ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა განაცხადა, სადაც ნიკა მელიას საკითხზე მსჯელობა  დეპუტატებს შორის კამათის ფონზე მიმდინარეობს.
კოპალიანის განცხადებას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ “კომუნისტით” უპასუხა.
„ეს კომუნისტი რომ არ ალაპარაკოთ, არ შეიძლება, ამ კონტექსტში მაინც?!“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
კარლო კოპალიანმა “ნაცმოძრაობის” წევრებს წარსული შეახსენა.
„თქვენთვის რუსეთი მიუღებელია ამ შემთხვევაში, მაგრამ ივანოვი რომ შემოგიძღვათ ამ შენობაში, მაშინ მისაღები იყო. გავრილოვი არ იყო 2003 წელს თქვენ  გვერდით?! თქვენ ხართ რუსეთის აგენტები. „თეთრი საროჩკიანების რევოლუცია“ მოგინდათ თქვენ. ეგრე არ გამოვა. თქვენ ჩვენს ქვეყანას აღარ დაგანგრევინებთ“, – განაცხადა კოპალიანმა, რასაც დარბაზში კვლავ ხმაური მოჰყვა.
„ტვინიკოსობას თავი დაანებე, თორემ თავის გარეშე გახვალ ამ დარბაზიდან, გოცირიძეს ვეუბნები“, – მიმართა გოცირიძეს კოპალიანმა და შემდეგ პროკურატურის წარმომადგენლებს მიმართა, წინა ხელისუფლების დროინდელი საქმეების გამოძიება დროულად დასრულდეს.
„როდის დამთავრდება ამ ადამიანების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები, 9 წელი დედას რომ ტირობდნენ ამ ქვეყანას. 7 წელი გავიდა. როდის დაბრუნდება ქონებები; როდის გასამართლდებიან ის ადამიანები, ვინც „კასტილებით“ აუპატიურებდა ადამიანებს“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები