ღარიბაშვილი: ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ საკუთარი ინტერესებისთვის ბოროტად გამოიყენა

„გიორგი გახარიას აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა ამ პროცესებში“, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.
„თუ იყო ამა თუ იმ სპეცრაზმელის გადაცდომა, ეს გაირკვევა. საუბარია იმაზე, რომ დამიზნებით ესროდნენ ახალგაზრდებსა და ჟურნალისტებს. ფაქტები იქნება შესწავლილი. მეც ვარ მომხრე, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს. დანარჩენი არის იმ უდიდესი, გამოუსწორებელი შეცდომის გადასაფარად ატეხილი ისტერიკა, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ჩაიდინა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის აზრით, ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი ინტერესებისთვის ბოროტად გამოიყენა და აქციის დაშლა სწორედ მათ პროვოკაციას მოჰყვა.
„მელიამ  კიტოვანობა მოინდომა და თავი განმათავისუფლებად წარმოგვიჩინა – ამ პრეცედენტს სახელმწიფო არ და ვერ დაუშვებდა. ეს არის საშიში გამოვლინება, რაზეც სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება ჰქონდა“, – განუცხადა „ტვ პირველს“ ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები