პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს განიხილავენ

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ ნიკა მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის მიმართვის განხილვა მიმდინარეობს. საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ.
​შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. როგორც საგამოძიებო უწყების მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაშია ნათქვამი, მან შეძლო, დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში. გენერალური პროკურორის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე – ფორმალური საფუძველი.
შეგახსენებთ, რომ, დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.
პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, ასევე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით შეიძლება. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.
სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხის განხილვას თავად ნიკა მელია არ ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები