ოხანაშვილი ბობოხიძეს: ვიცი, რომ არ გჩვევიათ თავშეკავება, მშვიდად იყავით, წინააღმდეგ შემთხვევაში გაბრძანდები გარეთ

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა დეპუტატ ნიკა მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის მიმართვის განხილვის შესახებ სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
„უტიფრობაზე თავი შეიკავე და ზრდილობა იქონიე“, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრს, აკაკი ბობოხიძეს. მისივე თქმით, როდესაც კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობს, ოპოზიციამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს.
„ერთი წუთით, ახლა მოითმინეთ მართლა. კომიტეტის თავმჯდომარე როცა საუბრობს, კეთილი ინებეთ და მოისმინეთ. ვიცი, რომ არ გჩვევიათ თავშეკავება, ბატონო კაკო, მაგრამ თავი შეიკავე. ადეკვატური პასუხი იქნება, რომ უტიფრობაზე თავი შეიკავო და ზრდილობა იქონიე. ასაკის გამო გცემთ პატივს. მშვიდად იყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაბრძანდები გარეთ“, – მიმართა ოხანაშვილმა ბობოხიძეს.
​ცნობისათვის, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები