ლევან ჯაფარიძე: 18 წლის მარი გომურს და ყველას, ვინც აქციაზე დაზარალდა, მინდა პირადად ბოდიში მოვუხადო

0

თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ლევან ჯაფარიძემ ბოლო დღეებში თბილისში მიმდინარე აქციებზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით უნდა დაისაჯოს ის პოლიციელი, რომელიც ხელებაწეულ ადამიანს ესროდა; უნდა დაისაჯონ მომიტინგეები, რომლებიც რკინებს ურტყამდნენ სამართალდამცავებს, ასევე უნდა დადგეს იმ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც პროვოცირება გაუკეთა ძალადობრივ მოვლენებს და ხალხს პარლამენტის შტურმით აღებისკენ მოუწოდებდა.
,,გიორგი გახარია კი არ უნდა გადადგეს, უნდა დარჩეს თანამდებობაზე, გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს და ადეკვატური პასუხი გასცეს ამ გამოწვევებს”- განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია პოლიციელის მხრიდან ხელებაწეული კაცისთვის სროლა და ამ ფაქტს არანაირი გამართლება არ აქვს.
„ამ დარბაზში ვსხედვართ ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს, აქციებში ვმონაწილეობდით და არაერთხელ გვიწვნევია საკუთარ თავზე და ზურგზე წინა რეჟიმის სისასტიკე. 20 ივნისს, 18 წლის გოგონამ, რომელიც ჩემი შვილის თანატოლია, აქციაზე თვალი დაკარგა. არ აქვს მნიშვნელობა ეს მას დაემართებოდა, თუ ჩემ შვილს, მე იგივე ტკივილი განვიცადე და მე მას მინდა ბოდიში მოვუხადო. მას და აქციაზე დაშავებულ ყველა ადამიანს“ განაცხადა საკრებულოს წევრმა.

კომენტარები

კომენტარი