ჯაბა ჯიშკარიანი: ის, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” დღეს მანიფესტებს აწყობს, ,,ქართული ოცნების” უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების შედეგია

ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, არის სირცხვილი და ეს მიზეზი დადგა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების შედეგად. ის, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც არის 7 ნოემბრის, 6 და 26 მაისის, 15 ივნისის და სიცოცხლის უფლების ხელყოფის ავტორი, გამოდის დღეს, და მანიფესტაციებს აწყობს, სადაც დარბევებზე და ადამიანის უფლებებზე გვესაუბრება,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ,,ქართულმა ოცნებამ” ,,ნაციონალური მოძრაობის” დესტრუქციისგან ვერ დაიცვა ქვეყანა, სწორედ ამის შედეგია 20 ივნისს განვითარებული მოვლენები.

,,ბევრი ფაქტი ჩამოვთვალე და ახლა, დასვამენ კითხვებს მდინარაძე და ზარდიაშვილი, 7 ნოემბერის და 26 მაისის საკითხი შევისწავლეთ და 15 ივნისსა და 6 მაისს რა მოხდაო?!
დარწმუნებული ვარ, სარკესთან ვარჯიშობენ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ პორტირებული , „ქართული ოცნების“ ლიდერები, რამდენად მკაცრი სახითა და ხმით ახსენებენ ვანო მერაბიშვილის „ორი გვამის“ თემას.
„ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულად აქცია უტიფრობამ, ძალადობამ მედიაში, ქუჩაში, საზოგადოებაში… ტყუილების და დაბრალებების კასკადი კი, მის სახედ იქცა. სწორედ ამ გზას ადგანან მდინარაძე-ზარდიაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები, რომლებიც ნაცარს აყრიან თვალებში საზოგადოებას.
თავი დაანებონ 7 ნოემბრისა და 26 მაისის ხსენებას და მათ გარეშე წარმოებული ამ ბრძოლით სპეკულაციას. ეს , მათ არ გაუკეთებიათ, უფრო მეტიც, ისინი სააკაშვილის მხარეს იყვნენ .
ჯობია, აღიარონ 7 ნოემბრის და 26 მაისის შედეგები, რასაც ისინი რეალურად ამახინჯებენ.
ამ მახინჯი კოჰაბიტაციის შედეგია ათობით დასახიჩრებული ახალგაზრდა, ბავშვები, რომლებმაც მხედველობა დაკარგეს, დარწმუნებული ვარ, ეს ყველას გვტკივა. 20 ივნისის შედეგია ათი-ათასობით უცხო ქვეყნის მოქალაქის გაუქმებული ვიზიტი, რომელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯიბეებს და მათი ოჯახების კეთილდღეობას აყენებს ზიანს. ასევე საფრთხე შეექმნა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას. ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციისგან ვერ დაიცვა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და საზოგადოება.
თქვენი არასწორი პოლიტიკის შედეგად, გვყავს „ნაცმოძრაობა“- ,,ნაცმოძრაობაში” და ,,ნაცმოძრაობა”  ,,ქართულ ოცნებაში”, რომელიც ადამიანის უფლებებზე გველაპარაკება.ამაზე ჩვენ წლების განმავლობაში გესაუბრებოდით და გაფრთხილებდით. პარტია, რომელიც, ქვეყნის დანგრევასა და ადამიანების გაუბედურებაზეა ორიენტირებული. მათ სურთ, ხელისუფლებაში მოსვლა, რათა რევანშით მიუდგნენ თითოეულ ოპონენტს და საზოგადოებას
„ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი იყო , ვისაც განსხვავებული პოზიცია და შეხედულებები ჰქონდა, იყო რუსეთის აგენტი და სახელმწიფოს მტერი, ხოლო „ქართულ ოცნებას“ აქვს ნარატივი, ვისაც აქვს განსხვავებული პოზიცია ყველა „ნაციონალი“ და მათ წისქვილზე წყლის დამსხმელია – ეს რა თქმა უნდა არის სიმახინჯე და ჩვენ- საზოგადოებამ, ეს ნარატივი მაშინაც გავარღვიეთ და ახლაც აუცილებლად გავარღვევთ,”- განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები