გიორგი ჩაკვეტაძე: ტოლობის ნიშნის დასმა „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის ამორალობაა

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე მიიჩნევს, რომ არითმეტიკული ტოლობის ნიშნის დასმა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დიდი პოლიტიკური შეცდომა და ამორალობაა. განცხადება ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, სადაც ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ.
გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, მისთვის მიუღებელია როგორც პოლიციის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტი, ასევე ახალგაზრდების გამოყენების პროვოკაციული მცდელობა.
„ჩემთვის, როგორც ახალგაზრდისთვის, მიუღებელია რომელიმე პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი. ასევე, არანაკლებ ტრაგიკულია ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილიყო ამ ქვეყანაში და კიდევ ერთხელ გვენახა სისხლისღვრა, რაც თავიდან არის აცილებული. თუმცა, ტოლობის ნიშნის დასმა ჩვენსა და იმ ძალას შორის, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა თითოეული ჩვენგანი, პოლიტიკურად არის დიდი შეცდომა და ამორალურია“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები