ირაკლი ალასანია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაემგზავრა

   მიუნხენის 50-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც ხვალ ოფიცილაურად გაიხსნება თავდაცვის მინისტრიც გაემგზავრა. დღეს, ირაკლი ალასანია მიუნხენთან ახლოს მდებარე ქალაქ კრეუტში ახალგაზრდა ლიდერთა მე-4 ფორუმშიც იღებს მონაწილეობას. ფორუმი მიუნხენის უსაფრთხეობის კონფერენციის ფარგლებში ტარდება. ირაკლი ალასანია პანელში – “რუსეთისა და დასავლეთის ინტერესები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები“ ახალგაზრდა ლიდერთა წარმომადგენლებს მიმართავს სიტყვით. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოსვლისას მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მნიშვნელობაზე და ამ გზაზე არსებული გამოწვევებსა და სირთულეებზე, ასევე რეგიონალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიული რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. მიუნხენის 50-ე უსაფრთხეობის კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან. შეგახსენებთ, რომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში წამყვან საერთაშორისო და დამოუკიდებელ ფორუმზე დასასწრებად გერმანიაში, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა. კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ გაეროს და ეუთოს გენერალურ მდივნებთან, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივნებთან, ამერიკელ სენატორებთან, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტთან. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სერბეთისა და სლოვენიის პრემიერ მინისტრებთან, სლოვაკეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები