აკაკი ზოიძე: პასუხისმგებლობა ეკუთვნით მათ, ვინც წააქეზა ეს ადამიანები და შეატოვა მერე შეიარაღებულებს

„პირველ ყოვლისა, პასუხისმგებლობა ეკუთვნის იმათ, ვინც წააქეზა ეს ადამიანები და შეატოვა მერე შეიარაღებულებს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის ხელმღვანელმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, წამქეზებელმა პოლიტიკოსებმა ახალგაზრდები შეიარაღებულ ძალასთან მარტო დატოვეს.
„თითოეული მოქალაქის ხმას აქვს მნიშვნელობა. ჩემი აზრით, ეს არის უმნიშვნელოვანესი გზა იმისათვის, რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეთ იმისათვის, რომ სამოქალაქო თანხმობას მივაღწიოთ, რათა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, რომ მისი ხმა არ დაიკარგება და მოვიდეს არჩევნებზე. ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა – მოვიდეს და დააფიქსიროს, კიდევ არის თუ არა საკმარისად პასუხისმგებლიანი „ქართული ოცნება“ და მისი მთავრობა.

წამქეზებელმა იმ პოლიტიკოსებმა ძალიან კარგად იცოდნენ ყველაფერი – სპეციალური შეიარაღების პოლიციელებთან გაუშვეს ახალგაზრდები და მარტო მიატოვეს, მე მათ სხეულზე ერთი ნაკაწრი არ მინახავს, სამაგიეროდ, დასახიჩრდნენ ადამიანები, დაკარგეს თვალი, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ, ესაა უბედურება.
პირველ ყოვლისა, პასუხისმგებლობა ეკუთვნის იმათ, ვინც წააქეზა ეს ადამიანები და შეატოვა მერე ახალგაზრდები შეიარაღებულებს. რამდენიმესაათიანი ორთაბრძოლის შემდეგ, ძალიან კარგად იცოდა, რომ იქ იქნებოდნენ დაშავებულები; ძალიან კარგად იცოდა, რომ იქ მოხდებოდა ისეთი პრობლემა, რომელსაც შემდეგ პოლიტიკურად გამოიყენებდნენ და კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ უზურპირებას ამ ხელისუფლების. ამის გარდა, აუცილებლად პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, ვისი ადგილიც გმირი პოლიციელების გვერდით არ არის“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები