ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღი აშენდა

0

ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. უახლოეს პერიოდში ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. ლტოლვილთა დანიის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით, კეთილმოეწყობა ეზო და საბავშვო ატრაქციონები განთავსდება.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საბავშო ბაღის გახსნა მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც სკოლამდელი განათლების მიღებას ფრეზეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები შეძლებენ.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან – მამუკა ცოტნიაშვილთან, ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ფრეზეთის ბაღს ესტუმრა და ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო.
სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საელჩოს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი