უკრაინის “ახალმა ეკლესიამ” ფილარეტს კანონიკური უფლება ჩამოართვა
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საპატიო პატრიარქს, ფილარეტს სინოდმა კიევის ეპარქიის წინამძღოლობის უფლება ჩამოართვა, თუმცა მას ეპისკოპოსის წოდება შეუნარჩუნა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ყველა ის ტაძარი და მონასტერი, რომელსაც საპატიო პატრიარქი, ფილარეტი უშუალოდ აკონტროლებდა, საკუთრ დაქვემდებარებაში გადაიყვანა.
“წარსულში ეკლესიის წინაშე მისი დამსახურებებისა, საპატიო პატრიარქი ფილარეტი რჩება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საეპისკოპოში, თუმცა სრულად ჩამოერთმევა კანონიკური უფლებება-მოვალეობები”, – ნათქვამია სინოდის დადგენილებაში.
24 ივნისის ამ დადგენილებით, უკრაინის ეკლესიის სინოდმა გააუქმა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კიევისა და მთელი რუსულ-უკრაინული ეკლესიის პატრიარქი ფილარეტი იქნებოდა.