ლონდონში „თი-ბი-სი ბანკის“ ჯგუფის აქციონერთა კრება გაიმართა
ლონდონში „თი-ბი-სი ბანკის“ ჯგუფის (TBC BANK Group PLC) ყოველწლიური აქციონერთა კრება გაიმართა, სადაც 17 საკითხზე იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტილება. აქციონერთა 97,63%-მა მხარი დაუჭირა დირექტორთა საბჭოში მამუკა ხაზარაძისთვის თავმჯდომარის მანდატის გაგრძელებას, ხოლო ბადრი ჯაფარიძის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას ხმა აქციონერთა 98,74%-მა მისცა.
„თი-ბი-სი ბანკის“ ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, მათ შორის, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და კონტინენტური ევროპიდან.
როგორც ბანკში განმარტავენ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მოწმობს „თი-ბი-სი ბანკის“ ჯგუფის მიერ არჩეული სტრატეგიის წარმატებას.
“ჯგუფი აგრძელებს საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების სტრატეგიას და ამჟამად წარმატებით ახორციელებს უზბეკეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე შესვლას. ამას გარდა, ჯგუფის უახლოესი გეგმებია 2022 წლისთვის 10 მილიონ მომხმარებელს შესთავაზოს სხვადასხვა ტექნოლოგიური სერვისები, რისთვისაც „თი-ბი-სი ბანკის“ ჯგუფმა წარმატებით დაიწყო ეკოსისტემების განვითარება, ისეთი როგორიც არის ინტერნეტ კომერცია და უძრავი ქონება”,- აცხადებენ ბანკში.
R