თბილისში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალი გაიმართება
25 და 26 ივნისს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა თბილისის თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ვილნიუსის ცეკვის თეატრი Low Air ორ წარმოდგენას გამართავს: Feel-link და Game over.
Feel-link
აირიდა გუდაიტე და ლაურინას ზაკევიჩიუსი ლიტველი მოცეკვავეების და ქორეოგრაფების ახალ თაობას წარმოადგენენ. Feel-Link („გრძნობის ლინკი“) თავისუფალი ურბანული ცეკვის გამოყენებით იკვლევს მათი წყვილის ურთიერთობას და ემოციებს.
Feel-Link პირველი ურბანული/ჰიპ-ჰოპის დადგმა იყო ლიტვაში, ის წარადგინის ლიტვის პრესტიჟულ ჯილდოზე – სასცენო ოქროს ჯვარზე (წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში), მომდევნო წელს კი მათ წლის საუკეთესო ქორეოგრაფების წოდება მიანიჭეს.
ნაწარმოების ელექტრონული მუსიკის საუნდრეკი ნინა სიმონეს დახვეწილ და ვნებიან მელოდიას ენაცვლება, მოცეკვავეები გრძნობების უსასრულო წრეში ეშვებიან და გასაოცარ კულმინაციას აღწევენ.
იდეა, ქორეოგრაფია და ცეკვა: ლაურინას ზაკევიციუსი და აირიდა გუდაიტე;
სცენოგრაფია: რენატა ვალჩიკი;
განათების დიზაინი: ეუჟენიუს საბალიაუსკასი და პოვილას ლაურინატისი.
მუსიკა: ჯეიმს ბლეიკი, Claro Intelecto, ნინა სიმონე.
Game over
საუკუნეზე მეტი გავიდა წარმოსახვით თამაშის წესების გამომგონებლის, მწერალ ხულიო კორტასარის დაბადებიდან.
კორტასარით შთაგონებული ვილნიუსის ცეკვის თეატრი წარმოადგენს ინოვაციურ საცეკვაო ინსტალაციას, როგორც სახვითი ხელოვნების და ცეკვის სინთეზსა.
პერფორმანსი თამაშის გარშემო ტრიალებს და მაყურებელს რეალობის და ოცნებების შერწყმის მოწმეებად აქცევს. მაყურებელი განსაკუთრებულ მდგობარეობაში აღმოჩნდება და გარშემო მყოფებთან და საკუთარ თავთან განსხვავებულ დამოკიდებულებას ამყარებს. ფიქცია და მაგია მოძრაობის და მზერის განუყოფელი ნაწილები ხდება.
კორტასარის ამ მაგიურმა რეალიზმმა დიდი გავლენა მოახდინა მრავალი ხელოვანის წარმოსახვაზე. მისი ნაწარმოებები ჩვენი მოძრაობის და ქორეოგრაფიის რუკასავით გახდა, რომელიც ოცნებასა და რეალობაზე გვიამბობს.
დადგმაზე ახალგაზრდა ხელოვანების ჯგუფი მუშაობდა. ესენი არიან: სცენოგრაფი ლაურინა ლიეპაიტე, განათების დიზაინერი პოვილას ლაურინაიტისი, მუსიკოსი ადას გეჩევიციუსი და მოცეკვავეები აირიდა გუდაიტე და ლაურინას ზაკევიჩიუსი, თუმცა სცენაზე მხოლოდ ორ მოცეკვავეს და ცოცხალ მუსიკას იხილავთ.
იდეის ავტორები: ლაურინა ლიეპაიტე, აირიდა გუდაიტე და ლაურინას ზაკევიჩიუსი; ქორეოგრაფია და პერფორმანსი: აირიდა გუდაიტე და ლაურინას ზაკევიჩიუსი;
კომპოზიტორი და მუსიკის ავტორი: ადას გეცევიჩიუსი;
სცენოგრაფია: ლაურინა ლიეპაიტე;
განათების დიზაინი: პოვილას ლაურინატისი.