ბაღდათის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ გოგსაძემ  ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროს ირაკლი თოფურიასთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილ ბესიკ გოფოძესთან და პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთნ ერთად  მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
მონიტორინგის ჯგუფი ბაღდათის მუნიციპალიტეეტის სოფელ ობჩაში ე.წ მთის ძირისკენ მისასვლელ საავტომობილო გზის შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარის დაგება ამხანაგობა “ჯაგი 2019-ის” მიერ განხორციელდა, ასევე, დათვალიერდა სოფელ დიმისა და ფერსათი-შუბანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები, სადც სამუშაოებს შ.პ.ს. “იმერეთი2018” და შ.პ.ს “ბეტკო” ასრულებენ, აღნიშნული გზის მონაკვეთზე რკინა ბეტონის საფარი იგება. მონიტორინგის ჯგუფი სოფელ ფერსათის N2 და ბაღდათის N1საჯარო სკოლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ერთად, სოფელ დიდველაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები დაათვალიერა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები