ბათუმში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დათვლილია
ბათუმში რამდენიმე დღის წინ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ცნობილია. ბათუმის მერის მოადგილის დავით ლეკვეიშვილის განცხადებით, 52 საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავების აღდგენით სამუშაოებზე 200 000-მდე ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა სტიქიის მუდმივმოქმედმა კომისიამ დღეს წარმოადგინა. კომისიაში თანხის ზრდას არ გამორიცხავენ. მერიაში აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამარტივებული წესით გამოცხადდება. შესყიდვებს “აიპ ბათუმის კორპუსი” განახორციელებს.