შალვა პაპუაშვილი: კარგად რომ გავიაზროთ, რატომ ითხოვს ბრიუსელი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის” შესახებ კანონის გაუქმებას, რომელსაც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბრის ფაქტობრივ რეფერენდუმზე მისცა ხმა
,,კარგად რომ გავიაზროთ, რატომ ითხოვს ბრიუსელი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის” შესახებ კანონის გაუქმებას, რომელსაც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბრის ფაქტობრივ რეფერენდუმზე მისცა ხმა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და პოსტს ,,იმედის” ეთერში გაკეთებული განცხადების ვიდეოს ურთავს.
,,რა არის “ოჯახური ღირებულებების” შესახებ ქართული კანონის არსი:
▪️კაცი ვერ გახდება ქალი და ქალი ვერ გახდება კაცი. სქესი ბიოლოგიური მოცემულობაა და არა ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი.
▪️სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ კაცს და ქალს შორის ქორწინებას.
▪️პირადობის მოწმობაში მიეთითება მხოლოდ ბიოლოგიური სქესი, და არა პირის ფანტაზიის ნაყოფი.
▪️არ დაიშვება ბაღებში, სკოლებში, მასმედიით ლგბტ და ინცესტის პროპაგანდა.
რატომ მოითხოვს ბრიუსელი “ოჯახური ღირებულებების” შესახებ კანონის სრულად გაუქმებას:
▪️კაცს უნდა შეეძლოს გახდეს ქალი და ქალს უნდა შეეძლოს გახდეს კაცი. სქესი არა ბიოლოგიური მოცემულობით, არამედ ადამიანის სურვილით უნდა იყოს.
▪️სახელმწიფომ უნდა დაუშვას კაცს და კაცს, ქალს და ქალს შორის ქორწინება.
▪️პირადობის მოწმობაში უნდა მიეთითოს ის სქესი, რომელსაც ადამიანი მოისურვებს.
▪️დაშვებული უნდა იყოს ბაღებში, სკოლებში, მასმედიაში ლგბტ და ინცესტის პროპაგანდა”,- წერს პაპუაშვილი.