ნინო სურგულაძე: გელით ყველას ჩემს სამშობლოში

“გელით ყველას ჩემს სამშობლოში,”- ქართველი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე კამპანიას #იმოგზაურესაქართველოში შეუერთდა.
სურგულაძემ სიცილიის ქალაქ ტაორმინაში, რიგით მეცხრე საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალ “ტაობუკის” საზეიმო გახსნის გალა კონცერტსა და დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოება საქართველოში მოიწვია.
“რუსეთი ცდილობს, როგორღაც, უკვე მერამდენედ, დააზიანოს ჩემი ქვეყანა, მაგრამ არ გამოუვა, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვუთხარით არა მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს. მჯერა, რომ ახლაც გავიმარჯვებთ. გელით ყველას ჩემს სამშობლოში”, – აღნიშნა ნინო სურგულაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მთავრობას დაავალა, მიიღოს ზომები, საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ პუტინის ბრძანებაშია ნათქვამი, რომელიც კრემლის საიტზე გამოქვეყნდა. ამავე ბრძანების თანახმად, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან დროებით იკრძალება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები