მიხეილ სააკაშვილი: უკრაინელო ძმებო და დებო, წადით დასასვენებლად საქართველოში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს. როგორც სააკაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, ის უკრაინულ ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან შეხვედრებს იწყებს და აპირებს, ყველა გამოსვლაში მოუწოდოს უკრაინელებს, საქართველოში დაისვენონ.
“მინდა, მივმართო უკრაინელებს. უკრაინელო ძმებო და დებო, წადით დასასვენებლად საქართველოში. მინდა, შევხვდე უკრაინული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს და ვთხოვო, რომ დაწიონ ფასები ბილეთებზე. მოველაპარაკები ტუროპერატორებს და ქართულ სააგენტოებს, რომ უზრუნველყონ ადამიანური პირობები და საგზურების ხელმისაწვდომობა. უკრაინელებს ვთხოვ, რომ გამოუცხადონ სოლიდარობა ქართველებს, საქართველოში დაისვენონ და პუტინის კიდევ ერთი მზაკვრული გეგმა ჩაიშალოს. უკრაინელო ძმებო და დებო, წადით დასასვენებლად საქართველოში!“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები