დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გალისა და ტყვარჩელის რაიონების ხელმძღვანელები გაათავისუფლა

ოკუპირებულ აფხაზეთში საკადრო წმენდა გრძელდება. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გალისა და ტყვარჩელის რაიონების ხელმძღვანელები გათავისუფლა. მათ მოვალეობას დროებით მოადგილეები შეასრულებენ. ვალერი ბგანბა მალე ე.წ. გენერალური პროკურორის მოხსნასაც აპირებს. სწორედ მისი გადაყენება იყო ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა
ამ ეტაპზე თვითგამოცხადებული მთავრობა 24 აგვისტოს დაგეგმილი ე.წ. არჩევნების ჩასატარებლად დაფინანსების წყაროს ეძებს. ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი რუსეთის ზემოქმედების ნიშნებს ხედავს და რამდენიმე გარემოებას ასახელებს. ზალკალიანის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი ჩართულობა და მოქმედებაა საჭირო, რომ არ მოხდეს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია.
“გარკვეული ზემოქმედების ნიშანს ვხედავთ, კერძოდ, ის ფაქტი, რომ ე.წ. აფხაზეთის მოქმედ დე ფაქტო ხელისუფლებას და ე.წ. ოპოზიციას იმის საშუალებაც კი არ ჰქონდა, რომ ერთმანეთთან პირისპირ ესაუბრა და ეს რუსეთის ფედერაციის წარმოამდგენლის საშუალებით ხდებოდა, მიანიშნებს იმაზე, როგორ აქტიურადაა ჩართული რუსეთი ამ საკითხებში. საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი ჩართულობა და მოქმედებაა საჭირო, რომ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია არ მოხდეს “,- განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები