„დიდი ხნის განმავლობაში დაცვის პოზიციაში მდგარი პოლიცია იძულებული გახდა, რომ ძალა გამოეყენებინა“

გია ვოლსკი არ უარყოფს, რომ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას, ადგილი ჰქონდა ძალის გადაჭარბებას, თუმცა მისი თქმით, ეს მხოლოდ რიგ შემთხვევებში მოხდა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ის, რამაც გახარიას გადადგომის მოთხოვნას შეუქმნა წინაპირობა, არის კარგად ორგანიზებული ჯახი, რომლის პირობებშიც, დიდი ხნის განმავლობაში დაცვის პოზიციაში მდგარი პოლიცია იძულებული გახდა, ძალა გამოეყენებინა. ასეთი ჯახის პირობებში, რასაკვირველია, მოსალოდნელი იყო ადამიანის ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რაზეც 2014 წლიდან ლაპარაკობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა. ეს არაერთხელ მოვისმინეთ ტელევიზიითაც.

სამწუხარო ფაქტია, რომ რიგ შემთხვევებში, ნამდვილად მოხდა ძალის გადაჭარბება. ამაზე აუცილებლად სწრაფი რეაგირებაა საჭირო, მაგრამ სახელმწიფო საფუძვლების შერყევა არ უნდა მოჰყვეს იმას, რასაც სამართლებრივად სწორი მოქმედება ჰქვია. ასე რომ, ყველა დაფიქრდეს მოთხოვნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები