ალექსეი ნავალნი: ახლა საქართველოში ბევრი რუსი ვერ ჩავა, რათა იაფად და ხარისხიანად დაისვენოს

ახლა საქართველოში ბევრი რუსი ვერ ჩავა, რათა იაფად და ხარისხიანად დაისვენოს,- ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” დაწერა.

ალექსეი ნავალნი აკრიტიკებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ.

„პუტინმა გადაწყვიტა, დაესაჯა საქართველო იმისთვის, რომ ქვეყანაში ქუჩის პროტესტია. აკრძალა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. ახლა ბევრი რუსი ვერ ჩავა იქ, რათა იაფად და ხარისხიანად დაისვენოს. კითხვა მაქვს: რატომ სჯის პუტინი რუსებს, ქართული პროტესტების გამო?“, – წერს ნავალნი.

კიდევ ერთ სტატუსში ნავალნი პუტინის გადაწყვეტილების იმ ნაწილს ეხმაურება, რომელიც საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების გაყვანას ითვალისწინებს.

„იყიდეს ადამიანებმა საგზურები. დალიეს ღვინო, ჭამეს მწვადი. ახლა კი მათ ეუბნებიან: სასწრაფოდ გაფრინდით, მეტი თვითმფრინავი აღარ იქნება. რა საქციელია ეს?“, – წერს ნავალნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები