“ენერგო-პრო ჯორჯია” უარყოფს ინფორმაციას, თითქოს, წუხელ ზუგდიდს ელექტროენერგია შეზღუდვით სპეციალურად მიეწოდებოდა

კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია” უარყოფს ინფორმაციას, თითქოს, წუხელ ზუგდიდს ელექტროენერგია შეზღუდვით სპეციალურად მიეწოდებოდა.
ამის შესახებ კომპანიის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“20 ივნისს, საღამოს ზუგდიდსა და სამეგრელოს სხვა რაიონებში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, რომლებიც დაეცა ელექტროგადამცემ ხაზებს. შედეგად, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა ქალაქ ზუგდიდის ნაწილსა და მიმდებარე სოფლებს.
დაზიანების წუთიდან, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკურმა სამსახურმა დაიწყო აღდგენითი სამუშაოების წარმოება. პროცესში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც. სარეაბილიტაციო სამუშაოების ოპერატიულად წარმოებას ხელს უშლიდა მოგლეჯილი და ჩახერგილი ხეები, თუმცა აბონენტების ნაწილისთვის მალევე მოხერხდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.
დაზიანებების სირთულისა და ღამით სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების არარსებობის გამო, აღდგენითი სამუშაოების წარმოება დღეს დილითვე განახლდა და დღის პირველ ნახევარში ყველა აბონენტს მიეწოდება ელექტროენერგია”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები