საყდრისში RMG Gold-ს სამუშაოების ჩატარების უფლება დროებით შეუჩერდა

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე კომპანია RMG Gold-ს მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება დროებით შეუჩერდა –ამის შესახებ განცხადება საია-ს წარმომადგენელმა გააკეთა. თბილისის საქალაქო სასამართლომ საყდრისში სამუშაოების შეჩერების თაობაზე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გუშინდელი დღიდან შევიდა ძალაში და თუკი კომპანია დაარღვევს სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქმე უკვე სისხლის სამართლის კუთხით აღიძვრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები