მამუკა ბახტაძე: გაზი და რეზინის ტყვიები არასოდეს ყოფილა ,,ქართული ოცნების” ხელწერა და არც არასოდეს იქნება

სოციალურ ქსელებში და „ნაციონალური მოძრაობის” მართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და ა. შ. „ქართული ოცნების” ხელწერა ეს არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის იმის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ მიმდინარე მოვლენები პროვოკაციაა.

„„ქართული ოცნების” ხელწერა ეს არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე. ეს იყო ერთადერთი ადამიანის – მიხეილ სააკაშვილის ხელწერა, რითაც ის ქართულ საზოგადოებას დაამახსოვრდა. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ის დეზინფორმაციის კამპანია, რაც მიმდინარეობდა დღესაც და წინ უსწრებდა დღევანდელ დღეს, საერთო პროვოკაციის ნაწილია.

მინდა, დავარწმუნო საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ ჩვენ, თქვენთან ერთად, ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით ისე, რომ ქართული სახელმწიფო, ქართული დემოკრატია, ქართლი კონსტიტუცია გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები