გოგა ჩანადირი: ეს სიბრიყვე არ უნდა დაგვეშვა
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„მართლა, გულწრფელად ვარ გაბრაზებული გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლისა და მისთვის პარლენტის მიკროფონის დათმობის გამო. ეს სიბრიყვე არ უნდა დაგვეშვა და შემდეგში უფრო პრინციპულები უნდა ვიყოთ.
მე ძალიან კარგად მესმის იმ ხალხის, ვინც ამის გამო ასევეა გაბრაზებული. თუმცა, არ ვემხრობი პრობლემის ძალისმიერი გზებით გადაჭრას. პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტი ძალადობაში არ უნდა გადაიზრდოს“,- წერს ჩანადირი.
რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად გაზის სპეციალური შუშხუნები გამოიყენეს. რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ დაცარიელდა. აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძრის მხარესა და მეტრო „თავისუფლების“ მხარეს მიმოიფანტნენ. თუმცა, აქციის მონაწილეების ნაწილი კვალვ ცდილობს დაცარიელებული ადგილების შევსებას.