მიხეილ სააკაშვილი: მოვუწოდებ ჩემს შექმნილ ქართულ პოლიციას, არ დაემორჩილოს ივანიშვილს და გადავიდეს ხალხის მხარეს
მოვუწოდებ ჩემს შექმნილ ქართულ პოლიციას, არ დაემორჩილოს ივანიშვილს და გადავიდეს ხალხის მხარეს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.
სააკაშვილი აღნიშნული პოსტით პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.