ჩერგოლეიშვილი: მელიას დაანონსებულის კვალდაკვალ ხალხის ნაწილმა პარლამენტში შევარდნა დაიწყო – ეს არის ყოვლად მიუღებელი

“ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პარლამენტის შენობაში აქციის მონაწილეობის შეჭრის მცდელობას გმობს და პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ მოწოდებას უპასუხისმგებლობას უწოდებს.
“ტვ პირველის ეთერში ვიყავი როდესაც მელიას დაანონსებულის კვალდაკვალ ხალხის ნაწილმა პარლამენტში შევარდნა დაიწყო. ეს არის ყოვლად მიუღებელი – პირველ რიგში ეს არის დანაშაული აქციის ახალგაზრდა ორგანიზატორებთან, რომლის მონდომებითაც ისარგებლა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა (სავაუდოდ უსტაბაშის მითითებით) და ასეთი გაუთვლელი და უპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგა! ასეთი ნაბიჯები გადადგით მაშინ როცა თქვენ გექნებათ აქციაზე პასუხისმგებლობა და არა ახალგაზრდა ადამიანებს!” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები