მამუკა სალუქვაძე: ათწლეულებია გვესმის პოლიტიკოსებისგან, რომ პასუხისმგებლობას იღებენ

ურბანიტი მამუკა სალუქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე რუსეთის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოსვლასა და მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

,,ათწლეულებია ვისმენთ ჩვენი მუდმივი პარლამენტარებისა და “პოლიტიკოსებისგან” (აი იმათგან, ქვეყანა ასე რომ ააყვავეს და გააბრწყინეს) – ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას! და რა? რაში გამოიხატება ეს ყველაფერი? უბრალოდ დაასწრეს მოვლენებს, თქვეს და მორჩა? და ისევ პარტიიდან პარტიაში, პარლამენტიდან პარლამენტში, საკრებულოდან საკრებულოში, თანამდებობიდან თანამდებობაზე, კაბინეტიდან კაბინეტში… ამას ჰქვია პასუხისმგებლობის აღება ქართულად, უფრო სწორად ღრუზინულად და ყველა ბედნიერნი ვართ, დამშვიდებულნი. ღირსები ვართ და რა გინდა რომ ქნა?,”- წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები