გუგული მაღრაძე: დღევანდელმა ვითარებამ კიდევ ერთხელ სერიოზულად უნდა დაგვაფიქროს ყველა, თუ რაოდენ სერიოზულ მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე რუსეთის სახით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე, რუსეთის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლასა და მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

,,დღევანდელმა ვითარებამ კიდევ ერთხელ სერიოზულად უნდა დაგვაფიქროს ყველა, თუ რაოდენ სერიოზულ მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე რუსეთის სახით. როცა რამეს ვგეგმავთ, ყველა ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ! კოორდინირებულად უნდა ვიმოქმედოთ ქვეყანამ!

რუსეთი აწყობს შიდა არეულობას და ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამას არ შევუწყოთ ხელი ჩვენი შეცდომებით. საქართველოში არ ვარ სამწუხაროდ და ამიტომ მიწევს სოცალური მედიით განცხადების გაკეთება!,”- წერს გუგული მაღრაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები