ირაკლი შიხიაშვილი: არ აყვეთ ამ ბინძური ადამიანების (პოზიციიდან თუ ოპოზიციიდან) პროვოკაციას, რომელთაც მანიაკალური ლტოლვა აქვთ ძალაფლების ხელში ჩაგდების და არ ადარდებთ არც ქვეყანა

„ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ირაკლი შიხიაშვილი, დღევანდელ მოვლენებს და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

,,ოცნების გამყიდველმა ჯგუფმა და ,,ევრონაცების” სახელმწიფო დამნაშავეებმა აამუშავეს, 2003 წლის, რევოლიციური, ძველი სცენარი! ორივე თამაშობს ოკუპანტის თამაშს! ქვეყანა შეგნებულად მიჰყავთ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე! მინდა მოგმართოთ ძალად  პ ო ლ ი ტ ი კ ო ს ე ბ ს, რომლებიც საკუთარი ცხვირის წინაც ვერ ხედავთ სახელმწიფოსთვის მომაკვდინებელ საფრთხეებს,  ვერც ერთი ვერ გამასწრებთ საზღვარზე! გპირდებით,არავის დაგინდობთ ქვეყნის არევისთვის!

მოგიწოდებთ ყველა ქართველს, არ აყვეთ ამ ბინძური ადამიანების (პოზიციიდან თუ ოპოზიციიდან) პროვოკაციას, რომელთაც მანიაკალური ლტოლვა აქვთ ძალაფლების ხელში ჩაგდების და არ ადარდებთ არც ქვეყანა, არც ჩვენი ოჯახების მომავალი!

ოღონდ კატეგორიულად ვიტყვი, თუ არეულობის მცდელობას არ შეწყვეტენ, საქართველოს მტრული ძალების  მ ა რ ი ო ნ ე ტ ე ბ ი, მთელ ჩემი ძალით(რაც არ უნდა მცირედად მოგეჩვენოთ) საკუთარი სიცოცხლის ფასადაც, სამკვდრო სასიცოცხლოდ შეგებრძოლებით!!!

რაც უნდა ხმამაღალ ნათქვამად ჩამითვალოთ, მაინც გეტყვით, ჩემზე და ჩემ მეომარ ძმებზე ადრე ვერ მოკლავთ საქართველოს!მეიმედებით-გეიმედებოდეთ ძმებო!, “- წერის ირაკლი შიხიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები