საქართველოს უმეტეს რეგიონში წვიმაა მოსალოდნელი
დღეს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით წვიმა მოსალოდნელია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ზოგგან მოსალოდნელია ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები სეტყვასაც ვარაუდობენ.
დასავლეთ საქართველოში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10–15 მეტრი/წამში. ბარში ჰაერი 20–25 გრადუსამდე გათბება, მთაში 17–22, მაღალ მთაში კი 13–18. აღმოსავლეთ საქართველოში დაუბერავს ცვალებადი მიმართულების ქარი 8–13 მეტრი წამში. ბარში 20–25 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, მთაში 14–19, მაღალ მთაში კი 1–17.
სინოპტიკოსები დღეს თბილისშიც ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10–15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსს მიაღწევს.