სოფიო ქაცარავა: მართლმადიდებლური კავშირის საპარლამენტო ასამბლეა არ უნდა ჩატარებულიყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო ქაცარავა პარლამენტში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს.
„მართლმადიდებლური კავშირის საპარლამენტო ასამბლეა არ უნდა ჩატარებულოყო! ვიღებ ჩემ წილ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მეტი უნდა გამეკეთებინა ამისთვის. ასამბლეა არ უნდა გაგრძელდეს”,- წერს ქაცარავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
დღეს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ სესიის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ. შესვენების შემდეგ სხდომა აღარ გაგრძელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები