შალვა კიკნაველიძე: რუსეთი ოკუპანტია, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა არ უნდა გაგრძელდეს

ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა არ უნდა გაგრძელდეს და რუსმა დეპუტატებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ საქართველო.
“რუსეთი ოკუპანტია!
დაუყოვნებლივ დატოვონ რუსმა დეპუტატებმა საქართველო !
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა არ უნდა გაგრძელდეს”, – წერს შალვა კიკნაველიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები