ზაზა გაბუნია: არ ვარ საქართველოში და სირცხვილია, რაც დღეს მოხდა

პარლამენტის წევრი, ზაზა გაბუნია პარლამენტში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„არ ვარ საქართველოში და ასობით კილომეტრით შორსაც ცეცხლივით მწვდება იმით გამოწვეული ბრაზი და სირცხვილი, რაც დღეს მოხდა! მოვითხოვ ამ ასამბლეის დაუყონებლივ შეწყვეტას და საქართველოს პარლამენტის დარბაზიდან და ქვეყნიდან რუსი დეპუტატების წასვლას!“,  – წერს გაბუნია.

დღეს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სესიის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ. შესვენების შემდეგ სხდომა აღარ გაგრძელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები