თამარ ხულორდავა: მრცხვენია! – ამას არავითარი გამართლება აქვს

„მრცხვენია! ამას არავითარი გამართლება   აქვს. ალბათ, უნდა მცოდნოდა, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ასამბლეა პარლამენტის შენობაში იმართებოდა“, – ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა  საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის მიმდინარეობას, რომელსაც რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობდა.
„ის, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხდება, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. მრცხვენია! ამას არავითარი გამართლება   აქვს. ალბათ, უნდა მცოდნოდა, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ასამბლეა პარლამენტის შენობაში იმართებოდა. ჩემდა სამარცხვინოდ გუშინდლამდე არც ის ვიცოდი, რომ მას ეს რუსი დეპუტატი, გავრილოვი ხელმძღვანელობდა!“, – წერს თამარ ხულორდავა.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესია გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა. დღეს კი პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა – სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა. სხდომა ჩაიშალა, რადგან ქართველმა დეპუტატებმა ტრიბუნა დაიკავეს და გავრილოვს სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება. მისი თქმით, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე შეუთანხმებლად აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები