სალომე სამადაშვილი: ყველა პარლამენტთან დღეს, 7 საათზე
ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი, რომელმაც დღეს რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლა პარლამენტში გააპროტესტა, დღეს 7 საათზე აქციას აანონსებს.
“პარლამენტი გავათავისუფლეთ რუსებისგან, ახლა ქვეყანა გვაქვს გასათავისუფლებელი. ყველა პარლამენტთან დღეს, 7 საათზე, ჩვენ უკან საქართველოა!”, – წერს სოცქსელში სალომე სამადაშვილი.