სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში გავრილოვის გამოჩენით აღშფოთებულია – “ოკუპანტთან რა მართლმადიდებლური კავშირი“
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის მიმდინარეობას, რომელსაც რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობს, სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებს.
პრეზიდენტის თქმით, იმ ქვეყნასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს, არანაირი ურთიერთობები შეიძლება, არსებობდეს.
„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება, არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს; რომელიც კრძალავს – გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლასა და ლოცვას, საკუთარ დედ-მამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას!!!!
აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხი, ე.ი. პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია! და თუ ეს ასეა, ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.