საპატრიარქო სინოდის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სინოდის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციები ვრცელდება.
“ზოგიერთი პიროვნება და სააგენტო რამდენიმე დღეა, მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას როგორც კათოლიკოს-პატრიარქთან დაკავშირებით, ისე 3 ივნისის წმიდა სინოდის სხდომის შესახებ. ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რაც ადრეც რამდენჯერმე განახორციელეს. განვმარტავთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი რიგითი სხდომა, რომელიც ყოველ წელს ორჯერ იმართება საქართველოს საპატრიარქოში”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
როგორც ცნობილია, მამა ელიზბარ დიაკონიძემ განაცხადა, თითქოს სინოდის დღევანდელ სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პენსიაზე გაშვება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები