ზაზა სარალიძე: ქვეყანა რელიგიური და ტრადიციული გენოციდის წინაშე დგას

“ქვეყანა რელიგიური და ტრადიციული გენოციდის წინაშე დგას და უფრო დიდი განსაცდელი წინ გველოდება, თუ ამ უმსგავსობის აღმოფხვრაში ყველამ ხელი არ ჩავკიდეთ ერთმანეთს”, – ამ სიტყვებით ეხმაურება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სალარიძის მამა, ზაზა სარალიძე “თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაანონსებულ აქციას და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„დღეს ვხვდები, იმაზე მეტ განსაცდელშია ქვეყანა, ვიდრე ჩემს ოჯახს მოუვლინა უფალმა.
დედებო, მამებო, ბებიებო, ბაბუებო, დებო, ძმებო, საჯარო თუ არასაჯარო მოხელეებო, მთავრობა თუ ოპოზიცია, არასამთავროებო და საქართველოს ყველა​ სრულუფლებიანო მოქალაქე!!!!!
განურჩევლად რელიგიური მრწამსისა!!!
ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა!!!!
საქართველო კარგავს საუკუნეების ისტორიას.
მტერმა რაც პირდაპირ მახვილით ვერ დაგვაკლო, დღეს გვერდის ავლით გვითელავს ქართველობას.
ქვეყანა რელიგიური და ტრადიციული გენოციდის წინაშე დგას და უფრო დიდი განსაცდელი წინ გველოდება, თუ ამ უმსგავსობის აღმოფხვრაში ყველამ ხელი არ ჩავკიდეთ ერთმანეთს.
ჩვენი ქართველური და ტრადიციული უფლებები გაცილებით უფრო მეტად ირღვევა!!!!
მესმის, რომ კონსტიტუცია გვავალდებულებს, არ შევუშალოთ ხელი სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ ეს არ არის სიტყვის თავისუფლება.
სიტყვის თავისუფლება არ უნდა თელავდეს ჩვენს დაწერილ და დაუწერელ ტრადიციებს, ასევე – ქართველურ წეს-ჩვეულებებს, რამაც დღემდე მოგვიყვანა!!!!
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!!!!“, – წერს ზაზა სარალიძე.
ცნობისათვის, “თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორის, ნინო ბოლქვაძის განცხადებით, „ღირსების მარში“ გაიმართება, თუმცა გასაიდუმლოებულია ადგილმდებარეობა.
მისივე თქმით, მარში არ გაიმართება თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები